Warning: file_get_contents() [function.file-get-contents]: SSL operation failed with code 1. OpenSSL Error messages: error:1407742E:SSL routines:SSL23_GET_SERVER_HELLO:tlsv1 alert protocol version in /home/newsboom/domains/news.boom.ge/public_html/program/pages/currency.php on line 9

Warning: file_get_contents() [function.file-get-contents]: Failed to enable crypto in /home/newsboom/domains/news.boom.ge/public_html/program/pages/currency.php on line 9

Warning: file_get_contents(http://currency.boom.ge/all_currency.dat) [function.file-get-contents]: failed to open stream: operation failed in /home/newsboom/domains/news.boom.ge/public_html/program/pages/currency.php on line 9
News.Boom.Ge | „ელიტ ელექტრონიქსში“ ”ბოშის” დღეებია
ambebi.ge
22 September 2017, 16:20
„ელიტ ელექტრონიქსის“ მომხმარებელს, რობერტ ბოშის იუბილესთან დაკავშირებით მხოლოდ ორი დღით, 22 და 23 სექტემბერს საშუალება ეძლევა ბოშის ბრენდის ნებისმიერი, მისთვის სასურველი ტექნიკა თვითღირებულებით შეიძინოს. აქცია მოქმედებს „ელიტ ელექტრონიქსის“ ყველა ფილიალში მთელი საქართველოს მასშტაბით, როგორც ნაღდი ანგარიშსწორებისას ასევე განვადებით შეძენის შემთხვევაში.

როგორც ”ინტერპრესნიუსს” “ელიტ ელექტრონიქსიდან” აცნობეს, კომპანია არის ბოშის ბრენდის ექსკლუზიური რითეილ პარტნიორი საქართველოში.

”კომპანია ბოში 1886 წელს დაარსდა გერმანიაში, ქალაქ შტუტგარტში. კომპანიის დამაარსებლის რობერტ ბოშის დევიზი გახლდათ - "სჯობს დაკარგო ფული, ვიდრე ნდობა". ინოვაციები და ტექნოლოგიური განვითარება კომპანიის განუყოფელი ნაწილია. სხვადასხვა Advertisement პატენტების რაოდენობით ბოშს ერთ-ერთი მოწინავე ადგილი უკავია მსოფლიოში ტექნიკის მწარმოებელ კომპანიებს შორის. ენერგო ეფექტური ტექნიკა, ყველაზე მაღალტექნოლოგიური სარეცხის მანქანები, ყველაზე ჩუმი მტვერსასრუტები, ყველაზე მძლავრი მულტირობოტები, მაცივრები ხილის და ბოსტნეულის ყველაზე ხანგრძლივი შენახვის შესაძლებლობით - იმ ტექნიკის არასრული ჩამონათვალია რასაც კომპანია მომხმარებლებს მთელი მსოფლიოს მასშტაბით სთავაზობს. ეს ტექნიკა ხელმისაწვდომია საქართველოში ექსკლუზიურად “ელიტ ელექტრონიქსის” მაღაზიათა ქსელში.

“ელიტ ელექტრონიქსი” საქართველოს სამომხმარებლო ბაზარზე 21 წელია საქმიანობს და მისი მიზანია მომხმარებლებს მიაწოდოს თანამედროვე და ხარისხიანი პროდუქცია, ასევე შეუქმნას მათ მაქსიმალურად კომფორტული გარემო ტექნიკის შესაძენად, გაუწიოს მაღალკვალიფიციური კონსულტაცია და ბაზარზე მუდამ ინოვაციური პროექტებით წარსდგეს”, -აცხადებენ ”ელიტ-ელექტრონიქსში”.

"ინტერპრესნიუსი"
წყარო
სიახლეების არქივი
ვალუტის კურსი
[X]
ლარი